ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში, წერს:
“ბოლო კვირის განმავლობაში, დღეს მეორედ მომაყენეს შეურაცხყოფა ქუჩაში.
რამდენიმე დღის წინ საბურთალოს ქუჩაზე და დღეს აბაშიძეზე.
ორივე შემთხვევაში ახალგაზრდა, 30 წლამდე ბიჭი იყო.
ორივემ ძალიან მძაფრი და პირდაპირი ფორმა გამოიყენა.
ორივე შემთხვევაში გავატარე.
კონკრეტულ ადამიანებზე არც ვბრაზობ, მართლა.
უბრალოდ, ასეთ მომენტებში ვხვდები, რომ სადღაც, რაღაც სივრცეში საშინელი პროპაგანდა მიმდინარეობს ჩემი და ჩემი მეგობრების წინააღმდეგ.
სადღაც, რაღაც სივრცეში ადამიანებს აზიზღებენ ჩვენს თავს.
ზუსტად ვიცი, რომ ამას სამთავრობო პროპაგანდა აკეთებს. ასე ცდილობენ, რომ პუბლიკა გაგვიქრონ. მაგრამ ამ პროცესში ბევრად დიდი უბედურება ისაა, რომ ერთ ქვეყანაში ბედნიერად თანაცხოვრების საშუალებას კლავენ.
მთავრობაში ცოტა ადამიანს ვცემ პატივს. ამიტომ ერთს მივმართავ, რომელსაც პირადად ვიცნობ წლებია – Kakha Kaladze კახა კალაძე გადაეცი პროპაგანდისტებს – ნუ შეუწყობენ ამ საშინელებას ხელს. ამას საკუთარ ქვეყანას და ხალხს ნუ გაუკეთებენ. ნუ აბოროტებენ ადამიანებს.
ეს ქვეყანა ყველა ჩვენთაგანისაა – შენიც, ჩემიც, მე რომ ორმა ადამიანმა მაგინა იმათიც, ასობით ადამიანის, რომლებიც ღიმილით და სითბოთი მხვდებიან მთელ საქართველოში იმათიც და ყოველდღე რომ ჩემთან სელფებს იღებენ იმ ბავშვებისაც.
მე არავისთვის არაფერი დამიშავებია ამ ქვეყანაში ისეთი, რომ შეურაცხყოფა მომაყენოს. რადგან ეს ხალხი ყველაზე მეტად მიყვარს მთელ სამყაროში.”
კომენტარები