თაკო ჩარკვიანი, “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრ დეპუტატს, პაატა მანჯგალაძეს მიმართავს და წერს:
“პაატა მანჯგალაძე !!!!! სუსი არ გავიგო შენი, სუსი !!!!
თუ რამე პრეტენზია გქონდა მიხეილ სააკაშვილთან იმ წლებში უნდა გეთქვა (ჩვენ – მე და ბევრი რომ ოპოზიციაში ვიყავით მაშინ) აი მაგალითად გირგვლიანის ცნობილი საქმის დროს და პენიტენციალურში მომხდარი დანაშაულებების და დარღვევების გამო, (ხმა რომ არ ამოგიღიათ არასდროს) მითუმეტეს ნაციონალური მოძრაობის კადრი იყავი – თანამდებობაზე – 2009 2011 წლები თავდაცვის სამინისტროს რესურსების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის უფროსი, სახ. აუდიტის აუდიტორი, მოგვიანებით ოცნების ხელისუფლების დროს კი – გურიის ვიცე გუბერნატორი იყავი და 2014-17 წლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ) !!!!
ახლა, რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტის – სააკაშვილის ლანძღვა, რომელმაც სახელმწიფო ინსტიტუციები შექმნა და განავითარა ჩაატარა რეფორმები და ბიუჯეტი 250 მილიონიდან 5 მილიარდ დოლარზე აიყვანა, ახლა სააკაშვილის ლანძღვა , რუსეთის და მასზე მომუშავე ოცნების ხელისუფლების და მისი სატელიტების ინტერესშია და ეს თავად მშვენივრად იცი!
ახლა იმაზე უნდა ვსაუბრობდეთ ყველა ( სახელმწიფოებრივად მოაზროვნე) ბაიდენ – პუტინის შეხვედრას მსოფლიო რომ ადევნებდა თვალს და საქართველოს ხსენებაც რომ არ იყო შენნაირი ” მოთამაშეების “გამო !!!!
ასე რომ……. მანჯგალაძე სუსი არ გავიგო შენი “სუსი”
პაატა მანჯგალაძე – 2008-2009 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რესურსების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. 2009-2011 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რესურსების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის უფროსი. 2011-2012 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო აუდიტორი. 2012-2013 წლებში სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორის მოადგილე, ვიცე-გუბერნატორი ლანჩხუთი, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში. 2014-2016 წლებში საქართველოს პარლამენტის შტატგარესე მოსამსახურე. 2014-2017 წლებში ინოვაციებისა და განვითარების ფონდის პროექტების მენეჯერი. ამავე წლებში იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.
კომენტარები