ამერიკაში, ტეხასის შტატ ქალაქ ჰიუსტონში იარაღით შეიარაღებულმა პირმა ძველმანების მაღაზიაში, რომელიც საცეკვაო დარბაზად გამოიყენებოდა ცეცხლი გახსნა, რომლის შედეგადაც 7 ადამიანი დაზარალდა.
დამნაშავემ სამართალდამცავებს განუცხადა, რომ მას პისტოლეტი ჯიბეში ედრო, რა დროსაც შემთხვევით გაუვარდა, თუმცა შერიფის თქმით, ეჭვმიტანილის ეს ვერსია ინციდენტთან დაკავშირებით სამხილებს არ ემთხვევა.
პოლიციელთა თქმით, თავდამსხმელმა ესროლა ერთ-ერთ მამაკაცს, რომლის შემდეგაც ტყვიამ გაიარა დაზარალებულის ფეხში და რიკოშეტით ნამსხვრევებმა კიდევ 6 ადამიანი დააზიანა. არც ერთი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება ინციდენტის შედეგად. თავდასხმის მიზეზი უცნობია.
კომენტარები