ირაკლი დოღაძე “გავრილოვის ღამის” ერთ-ერთი მონაწილე, 2019 წლის 17 ოქტომბერს გარდაიცვალა.
ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც “ალიას” მისცა ინტერვიუ და იმ ღამეზე უამბო.
ორჯერ დაკარგა გონება 20 ივნისის ღამეს, მაინც მოახერხა ცოლის გამოყვანა!
ბოლო თვეები უძილობა აწუხებდა, ვინ იცის რატომ
ვინმემ გამოიკლია?
ვინმემ დაზარალებულად სცნო?
ჯერ სად ვართ, ასეულობით ახალგაზრდაა ნაცემი!
გავრილოვის ღამის უსტატუსო დაზარალებული 17 ოქტომბერს გარდაიცვალა!
17 ოქტომბერს, სპეცრაზმელი, დარბაზიდან გაათავისუფლეს!
რამდენმა პარტიამ, რამდენმა ადვოკატმა, რამდენმა უფლებადამცველმა შესთავაზეთ ირაკლის დახმარება, რომ სახელმწიფოს დაზარალებულად ეცნო?
ის ოთხი დაზარალებულიც სულ თავისით, თურმე, სულ თავისით!
მართლა სირცხვილია!
ირაკლი დოღაძე, არასამთაბრობო ორგანიზაცია “თავისუფალი ზონის” წევრი იყო.
ირაკლი დოღაძის ერთადერთი ინტერვიუ, გაზეთ “ალიაში”:
-მე და ჩემი მეუღლე წინა ხაზზე ვიდექით, გადაადგილება შეუძლებელი იყო, მეუღლე ცუდად გამიხდა, კორდონში მდგომ პოლიციელებს დიდხანს ვთხოვდი, გავეტარებინეთ ზემოთ, პარლამენტის კიბეებისკენ, რომ იქ დამესვა მეუღლე – გაგვატარეს, რომ ნახეს, გული უწუხდებოდა – ავიყვანე და კიბეებზე დავსვი. რამდენიმე ქალი იჯდა კიდევ იქ, ისინიც ცუდად იყვნენ. ამ დროს პარლამენტის ეზოდან გამოვარდნენ ვიღაცეები, ისე გასცეს ბრძანება: – დასცხეთ – მივხვდი მაღალჩინოსნები იყვნენ. იმ წამსვე მოგვვარდნენ, დასცხეს ქალებს პირველად, მეუღლეს გადავეფარე და თავში რაღაც მომხვდა, წავიქეცი, გონებაც დამიკარგავს, მაისური შემომახიეს, შემდგნენ, თურმე, ჩემს მეუღლეზეც იძალადეს. იქ, ზემოთ, კიბეებთან რა ხდებოდა, ვერც ერთმა ტელევიზიამ ვერ დააფიქსირა. იქ, იმ კიბეებთან არ იდგა ის ხალხი, ვინც იერიშზე გადადიოდა. რა საჭირო იყო ქალებზე ძალადობა?
სიმაღლეებზე ჰყავდათ ხალხი განთავსებული, რა წამსაც ხალხის იერიში დაცხრებოდა – უცებ ზემოდან ისროდნენ.
როგორღაც ადგომა მოვახერხე და გონდაკარგული მეუღლეც გამოვიყვანე სამშვიდობოს.
ვხედავ დაჭრილი მოჰყავთ. ისეთი ჭრილობა იყო, ვერც ვიფიქრებდი, რომ რეზინის ტყვია მოხვდა. ვიფიქრე, რამე სხვა იარაღი გამოიყენეს და უკან მივბრუნდი, თუ ვინმე იყო კიდევ დაზიანებული, გამოსვლაში რომ დავხმარებოდი.
ხელებგაშლილი მივდიოდი, უცებ დავინახე, რომ მიმიზნებდნენ, მაგრამ მოტრიალებაც ვერ მოვახერხე – პირველი ტყვია მუცელში მომხვდა, მეორე მკერდის არეში – დავტრიალდი და წავიქეცი, გონება დავკარგე. მერე როგორც ექიმმა მითხრა, კიდვე ორი ტყვია მქონდა მოხვედრილი კისერში, არტერიასთან.
– წაქცეულს გესროლეს დანარჩენი ორი ტყვია?
– არ ვიცი, მე გონება დავკარგე, ბოლოს რაც მახსოვს, მკერდში ვიგრძენი ტკივილი და წავიქეცი. მკერდში ნასროლი ტყვიის ამოღებისას ანესთეზია დამჭირდა, ისე ღრმა იყო ჭრილობა, მაგრამ როგორც მითხრეს გადავრჩი, რომ არტერიასთან მოხვედრილი ტყვიები ისეთი სიძლიერით არ მომხვდა, როგორც მკერდში დამიზნებული, თორემ, ადგილზე დავიცლებოდი სისხლისგან.
– საავადმყოფოში დიდხანს დარჩით?
– არა, მალევე წამოვედი, იქ იმდენი დაჭრილი მოჰყავდათ, „ამტელ ჰოსპიტალში“ ვიწექი, იმდენი ქალი და გოგო მოჰყავდათ დასისხლიანებული – მისაღებში კიდევ ადგილიც აღარ ჰქონდათ და როგორც კი ოდნავ უკეთ ვიგრძენი თავი, წამოვედი.
– განცხადება დაწერეთ, ან საჩივარი?
– არა, თუმცა, თავად დამირეკეს, არ ვიცი, როგორ – დამიბარეს, როგორც დაზარალებული უნდა დაგკითხოთო, თუმცა, მხოლოდ მელიაზე აინტერესებდათ ინფორმაცია, რა გვითხრა, რა მოუწოდა ხალხს და ა.შ. ჩემი ჭრილობები იქ არავის აინტერესებდა.”
17 ოქტომბერს, ოცი ივნისიდან, თითქმის ოთხი თვის მერე, ირაკლი გარდაიცვალა, წინასწარი ინფორმაციით, გული გაუჩერდა!
გარდაიცვალა ისე, რომ დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებიათ!
მართალია, ხელისუფლება აცხადებს, რა არის საჩქარო, ვიძიებთ და ყველას მივანიჭებთ სტატუსსო, მაგრამ ირაკლი გარდაიცვალა და ზუსტად იმ დღეს, როცა ირაკლი გარდაიცვალა, ციხიდან ბოლო სპეცრაზმელიც გამოუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ სანამ გამოუშვებდნენ, სპეცრაზმელმა აღიარა, რომ ძალა გადაამეტა!
პარალელურად, პარლამენტი ამნისტიის კანონზე მუშაობს 20 ივნისთან დაკავშირებით!!!
კომენტარები