ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე მრევლს მოუწოდებს, რომ 5 ივლისს, როცა რუსთაველზე თბილისი პრაიდის მარშია დაგეგმილი, ქუჩაში გამოვიდეს. მისი შეფასებით, ეს არა ადამიანის უფლება, არამედ, სულიწმინდის გმობა და სოდომური ცოდვაა, რომელიც პიროვნებას აზიანებს.
ვილოცებს, რათა ღონისძიება არ ჩატარდეს, მე სულიწმინდის მადლით ავავსებ რუსთაველს. სამი კაცი ყვიროდა და ტელევიზიები ემსახურებოდნენ, ასე შეიძლება, მოხდეს. ეს ადამიანები ჩხუბს არ აპირებენ და არც დაპირისპირებას. ადამიანები იქ რომ მივლენ, ეჭვი გეპარებათ? გგონია, ხალხი ვერ აზროვნებს? მე მოვუწოდებ ყველას, რომ მიუღებლად მიიჩნიონ პროპაგანდა სოდომური ცოდვა. ჩვენი ეპარქიიდანაც რომ წავიდნენ, არ ვარ წინააღმდეგი. მირჩევნია, ციხეში წავიდე, ვიდრე ვიდგე და თქვენ გვერდით “გავაპრავო” სოდომური ცოდვა. ვინ იძალადა 20 ივნისს, იმ ხალხმა, ვინც სოდომურ ცოდვას აპროტესტებდა, თუ სოდომისტებმა დაიწყეს შტურმი. ,,ნაციონალური მოძრაობა” სოდომისტები არ არიან? ვინც ხელი მოაწერა, რომ სოდომური ცოდვა არის უფლების დაცვა, ყველა სოდომური ცოდვის მომხრეა. როცა შემიზღუდეთ სულიერი სივრცე, სოდომსა და გომორს ცოდვად აღვიქვამთ. როცა თქვენ ავრცელებთ ამას, როგორც ნორმალურს, მაშინ იძულებული ვართ, ვთქვათ, რომ ეს არის ცოდვა.
იმის გამო, რომ 99 პროცენტის საწინააღმდეგოდ ცდილობს, თავს მოახვიოს სოდომური ცხოვრების წესი, ამიტომ ხდება დაპირისპირება და არა იმიტომ, რომ ვინმე ცხოვრობს თავისთვის და ხელს არ უშლის. როცა ელჩებს თავის მხარეს აყენებენ, პარტიებს ხელს აწერინებენ და თქვენ, ტელევიზიები ემსახურებით, რაზე ვილაპარაკოთ. სასულიერო პირების გამო არ ხდება არეულობა, ეს თქვენი სოდომური პოზიციაა, სიყალბეს ტირაჟირებთ და გვაბრალებთ, რომ სოდომური ცოდვის მოწინააღმდეგეთა რიგებს ისე ვკრავთ, რომ ცემენ ვიღაცას.
მე მოვუწოდებ გამოსვლისკენ, რადგან სოდომური ცოდვა დაუშვებელია და მისი პროპაგანდაც. მე რაც შემეხება, სადაც უფრო საჭირო იქნება, იქ ვიქნები. სასულიერო პირების დამოკიდებულება ზოგადად ვიცი, რომ არაერთხელ ვყოფილვართ ამ პოზიციაზე და თქვენ ნუ მოემსახურებით სოდომისტებს”
,,თბილისი პრაიდის” კვირეული 5 ივლისს იწყება.
კომენტარები