ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ, განაცხადა:
„ვაქცინასთან დაკავშირებით გუშინ გარკვეული ხარვეზები და ლოჯისტიკური პრობლემები იყო, დღეს საკოორდინაციო საბჭოზე პრემიერ მინისტრის მხრიდან მკაცრი დავალება გაიცა, რომ დადგინდეს, სად იყო ხარვეზი და მსგავსი არ განმეორდეს. ასევე მინდა გითხრათ, რომ ვაქცინაციის პროცესი ინტენსიურად განხორციელდება და ძალიან მალე აქტიურ ფაზაში შევა.
ჩვენ შევძლებთ, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% მდე ავცრათ“.
კომენტარები