დერმატო-ვენეროლოგი, “მტკიცებითი მედიცინის ცენტრის” ექიმი, ზაზა თელია, სოციალურ ქსელში წერს:
“1. მაკიაჟის გამოყენების რეკომენდაციები აკნეს შემთხვევაში:
ა. დაიბანეთ სახე მსუბუქი დასაბანი საშუალებით (mild/gentle cleanser);
ბ. წაისვით დამატენიანებელი ლოსიონი მზისდამცავის შემცველობით (SPF30 ან მეტი);
გ. გამოიყენეთ მაკიაჟი რომელსაც აწერია – Non-comedogenic, Oil Free, Won’t clog pores, MATTE Formulated, Water Based;
დ. მოძებნეთ ისეთი რომელიც შეიცავს – Salicylic Acid;
ე. არ გამოიყენოთ მძიმე კონსისტენციის მაკიაჟი(Heavy Liquid Makeup);
ვ. არ გაუზიარო მაკიაჟი ან ფუნჯი სხვას
2. როგორ უნდა გაწმინდოთ, გარეცხოთ და დაიცვათ ჰიგიენა სამაკიაჟო ფუნჯებთან მიმართებაში (თანმიმდევრობით):
1. აავსეთ ჯამი თბილი წყლით (35-38°C)
2. ჩაასხით ერთი სუფრის კოვზი საბავშვო შამპუნი
3. ყურადღება უნდა მიექცეს და უნდა გაირეცხოს მხოლოდ ფუნჯის წვერი
4. გაავლეთ გამდინარე თბილ წყალში
5. მოურიეთ ფუნჯი შამპუნიან ჯამში
6. ააქაფეთ ფუნჯი ხელისგულში
7. კიდევ ერთხელ გაავლეთ გამდინარე თბილ წყალში
8. გააგრძელეთ ჯამში ფუნჯის მორევა და შემდეგ გამდინარე წყალში გავლება სანამ გამდინარე წყალი არ იქნება სუფთა
9. გამოდევნეთ ზედმეტი წყალი პირსახოცის მსუბუქი მოჭერით
10. დადეთ სიბრტყეზე გასაშრობად
MD Zaza Telia
დავით თელიას კლინიკა – მტკიცებითი მედიცინის ცენტრი”
სხვათა შორის, მაკიაჟის სწორად გამოყენების რეკომენდაციები, სწორედ რომ დროულია, რადგან დღეიდან პირბადეების გამოყენების ვალდებულება ღია სივრცეში, მოიხსნა.
შეზღუდვების მოხსნას, სოციალურ ქსელში, ბევრი ადამიანი გამოეხმაურა, თუმცა, ამ დროისათვის ეს ფრაზა ლიდერობს:
კომენტარები