თბილისის ზოოპარკი ფოტოებს ავრცელებს და წერს:
“ის დრო გახსოვთ, სამბორბლიანი მოტოციკლი რომ ჩამოირიხინებდა და – ეეეესკიმო შიკოლადის მაროჟნიეეეეეეეე – გააპობდა ზაფხულის ცხელ ჰაერს პიპინი და მენაყინის ომახიანი ძახილი. დაფაცურდებოდნენ ბავშვები, მოაგროვებდნენ პატარა მუჭებში ოცკაპიკიანებს და მერე ტლეკდნენ და ტლეკდნენ ‘სტაკანჩიკ’ ნაყინებს. რასაც ვერ ტლეკდნენ, იდაყვებზე ჩამოსდიოდათ, ნიკაპზე… ასე არიან ჩვენი დათვები და მგლებიც – ‘ააააბა გაყინული ჭარხალი და სტაფილო, კიტრი და ვაშლიიიიეეეეეეე’ – დაიძახებენ ჩვენები, ჩამოატარებენ სამბორბლიანი ურიკით ცხოველურ ნაყინებს და ტლეკენ და ტლეკენ ჩვენებიც. რასაც ვერ ტლეკენ, ჩამოსდით თათებზე, დრუნჩზე…”
კომენტარები