“ცეკვავენ ვარსკვლავები” – ამ სათაურით აქვეყნებს სახალისო ვიდეოს თბილისის თბილისის 131-ე საჯარო სკოლა.
ცეკვავენ დირექტორი და მასწავლებლები.
კომენტარებში ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა, რომელია დირექტორი. სკოლის ადმინისტრაცია კომენტარებს პასუხობს და ამბობენ, რომ პირველ რიგში, შუაში, დირექტორი გახლავთ.
ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, უმეტესად საქებარი, თუმცა, სკოლას იმ პრეტენზიასაც უყენებენ კომენტარებში, რომ ცეკვის იდეა სხვა სკოლას მოპარეს და მიბაძეს. ცეკვის იდეს მოპარვის რა გითხრათ და კარგ საქმეში, ალბათ, მიბაძვა სულაც არ არის ცუდი საქციელი, ასეც რომ იყოს.
კომენტარები