„ალიას“ ესაუბრება, ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ დამფუძნებელი, გიორგი ფხაკაძე
გიორგი ფხაკაძე:
“საქართველო აღმოჩნდა პოპულისტური, მოკლევადიანი გადაწყვეტილებების მიმღები პოლიტიკური გუნდის ხელში, არ აინტერესებთ გრძელვადიანი ხედვა.
პოლიტიკურმა გუნდმა გაწირა ქვეყანა, რაც გინდათ ის აკეთეთ, ცხვირ-პირი გიტეხიათო, პირდაპირ ეს გვითხრეს, ასე მგონია, ბატონი ჯაფარიძე მოვიდე ხელისუფლების სათავეში, ვერ ვხედავ მასა და პრემიერს შორის განსხვავებას. შეთქმულებაზე წერს ბევრი და ერთს ვიტყვი – გამოვიდა ჯაფარიძე, ისაუბრა და მეორე დღეს ზუსტად იგივეს იმეორებს ქვეყნის პრემიერი – რა უნდა ვიფიქრო? ხვალ, მარიხუანას ლეგალიზებაც მოვახდინოთ ქვეყანაში! რას იზამენ, ხვალიდან, მარიხაუნაც თავისუფლად გაიყიდება? არა, სრულიად ლეგიტიმური კითხვა მაქვს – რას აპირებენ? ამ პრინციპით უნდა მართონ ქვეყანა? მე მესმის „გირჩის“ პოზიცია, სრული ლიბერალიზმი – მოქალაქემ თავად უნდა გადაწყვიტოს რა სჭირდებაო, ამბობენ და მე მესმის მათი აზრი, მაგრამ დავნიშნოთ მაშინ ზურაბ ჯაფარიძე პრემიერის მრჩევლად!
ახლა წინასაარჩევნო პერიოდში ვართ და ერთს ვიტყვი – ტყუილს აქვს მოკლე ფეხები, ეს დაემართება მთავრობას.”
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ დღეიდან უქმდება პირბადეების ტარების ვალდებულება ღია სივრცეში, ხოლო პირველი ივლისიდან კი კომენდანტის საათი.
კომენტარები