შს მინისტრის თქმით, ბადრი ესებუა საქართველოშია – “საქართველოშია, კვლავ მიმდინარეობს შესაბამისი ოპერაცია. ვიცით რომ საქართველოშია”– განუცხადა ვახტანგ გომელაურიმა ჟურნალისტებს, უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
“ვმუშაობთ, რა თქმა უნდა. მნიშვნელოვანი თემაა მით უმეტეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, ღირსების თემაა. ვმუშაობთ, იყო რაღაც თემები, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ დღეს და ხვალ ეს მოხდება. ეს სახუმარო თემა ნამდვილად არ არის, ამდენი ადამიანი აყვანილი ჰყავდა მძევლად. ვისაც უნდა ყველა ძაან ამ ადამიანის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო.
რატომღაც შეიძლება, ხალხს ჰგონია, რომ არ გვინდა, ხელს ვუწყობთ ან ვმალავთ, არ ვიცი. ჩვენი ოპერატიული ინფორმაციით, იმყოფება საქართველოში, მას არ დაუტოვებია ქვეყანა. იმედია, სწორი ინფორმაციაა და ვეყრდნობით ამ წყაროს, რომ აქ არის”, – თქვა გომელაურმა
კომენტარები