მომღერალმა, თამრიკო ჭოხონელიძემ ტაბულასთან, “თბილისის პრაიდის” დაანონსებულ ღონისძიებებზე, თქვა:
“ის, რომ არსებობს ძალადობის საფრთხე, ის, რომ უპირისპირდებიან ადამიანებს, სწორედ ამის წინააღმდეგ გამოდიან ეს ადამიანები [Tbilisi Pride] და მე ვფიქრობ, აქ არაფერი საგანგაშო არ არის. თავისთავად ის ფაქტი, რომ მათი [ნეოფაშისტური ჯგუფების] მხრიდან არაერთხელ განხორციელებულა ძალადობრივი აქტი, სწორედ ამის საწინააღმდეგოდ ხდება ეს მარშიც, ყოველ შემთხვევაში, ასე განმარტავენ, რომ “ნუ დამირღვევ უფლებებს”, “ნუ ძალადობ ჩემზე”! ამაზეა აქ ლაპარაკი. რა თქმა უნდა, არანაირად არ ვფიქრობ, რომ საჭიროა აჟიოტაჟის ატეხვა [ნეოფაშისტური ჯგუფებისგან] და არეულობის შემოტანა.
ჩაიარონ, დიახ. არავის აქვს უფლება იძალადოს ადამიანზე, რაც არ უნდა მათთვის მიუღებელი იყოს, გინდაც რელიგიური მწარმსი იყოს, გინდა მსოფლმხედველობრივი დაპირისპირება იყოს… არანაირად არავის უფლება არ აქვს. ამ ადამიანებს სად აჩვენა და სად მოუწოდა უფალმა, სად წერია, რომ შენ ვინც არ მოგწონს, მას უნდა დაუპირისპირდე? ეს არის ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი.
მითუმეტეს, როდესაც სიტყვის თავისუფლებას, ზოგადად, იმის თავისუფლებას უპირისპირდებიან, რომ ადამიანი იყოს ასეთი ან ისეთი. უმცირესობაში მყოფი ადამიანები სახლში არავის უვარდებიან, არავინ არაფერს პროპაგანდირებს. მე ზოგადად პროპაგანდას ვეწინააღმდეგები, კარგის, თუ ცუდის, რადგან ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ თავისით განსაჯოს, გადააფოს. თავისუფლება უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანს. ამიტომ ვარ მე ყოველთვის იმ ადამიანების მხარეს, ვისაც ურღვევენ თავისუფლებას.”
კომენტარები