აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა ქართული ოცნების გადაწყვეტილებას მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებით და პასუხად 19 აპრილის შეთანხმებიდან სასამართლოზე შეთანხმების პუნქტები გააყვითლა და ატვირთა.
“19 აპრილს საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდა, რომ შეაჩერებენ მოსამართლეების დანიშვნის პროცესს და დაიწყებდა ინკლუზიური და გამჭირვალე სამართლებრივი რეფორმების გატარებას და ასევე ახალ კანონმდებლობაზე უზენაესი სასამართლოს კანდიდატურებთან დაკავშირებით “. – წერს აშშ-ს საელჩო დღეს, 23 ივნისს.
კელი დეგნანი, ბოლო დღეების მანძილზე, უკვე მესამედ გამოეხმაურა მოსამართლეთა დანიშვნოს პროცესს.
ამჯერად, შეთანხმების ნაწილის გამოქვეყნება, ფაქტის გამოქვეყნება, სავარაუდოდ იმის მანიშნებელია, რომ პირდაპირ სდებს ბრალს “ქართულ ოცნებას” ამერიკის ელჩი შეთანხმების შეუსრულებლობაში!
შეგახსენებთ, დღეს, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა:
“[მარტში] პარტნიორებთან შეჯერდა პოზიცია, რომ უნდა შეჩერებულიყო მოსამართლეების შერჩევის პროცესი, უნდა გადასინჯულიყო პროცედურები ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად.
შეცვლილი კანონის საფუძველზე დამატებით კანდიდატებს უნდა მისცემოდა განაცხადების შეტანის შესაძლებლობა და ამის შემდეგ უნდა გაგრძელებულიყო მოლაპარაკების პროცესი, ეს ზეპირი შეთანხმება კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტში აისახა. დანიელსონის ტექსტის შესაბამისად მოქმედება ქართულმა ოცნებამ ჯერ კიდევ დოკუმენტის ხელმოწერამდე, მარტში დაიწყო, აპრილში კი კანონი მივიღეთ.”
კომენტარები