ამ წუთებში გარდაბნის მუნიციპალიტეტში თბოელექტროსადგურთან არსებულ ხელოვნურად მოწყობილ ტბაში 2 მოზარდს ეძებენ. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურია მობილიზებული.
არსებული ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებები დაახლოებით 1 საათია მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ტბაში დაკარგულები 15-17 წლის მოზარდები არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ტბასთან 3 მოზარდი საბანაოდ ჩავიდა. მათ შორის ერთი მოშორებით გავიდა და უკან დაბრუნებულს დანარჩენები აღარ დახვდნენ. ნაპირზე მოზარდების პირადი ნივთებია ნაპოვნი.
ძიების პროცესში ჩართული არიან მყვინთავები.
კომენტარები