ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადება გააკეთა:
„სამარცხვინოა ეს ყველაფერი. ივანიშვილს ამოუტრიალეთ საარჩევნო სისტემა, ქვეყანა გაწირეთ რევოლუციისთვის და ტიკარაძე და მაჭავარიანი ვერ მოგყავთ პარლამენტში?! რა ფასი აქვს თქვენს დეპუტატობას, ამიხსენით. ანუ, სათქვენოდ აკეთებთ, ხომ? ეს პარლამენტია, ხალხო. იცით, რატომ არ მოდის? თქვენც ხართ ამ სქემებში თანამონაწილე: ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო და პარლამენტი, რომელიც ამ ხალხს ხელს აფარებს. რას აშენებთ, რა ქვეყანას აშენებთ, რა უბედურებაა! ან რისთვის ვიბრძოლეთ ამდენი ხნის განმავლობაში? იმისთვის, რომ ისევ ის სისტემა შეგვენარჩუნებინა? როგორც ჩანს, ამას აკეთებთ საკუთარი კეთილდღეობის გამო და აუცილებლად დადგება პასუხისმგებლობა. პარლამენტის შეურაცხყოფა ეს არის კონსტიტუციის შეურაცხყოფა. რაც გინდათ, ის ქენით. გინდათ, თავზე ნაცარი დაიყარეთ, გინდათ, დასხედით ეთერებში და გველაპარაკეთ ახალი იდეოლოგიით. ვფიქრობ, სულ ცოტა, ეს არის ჩვენი უპატივცემულობა და ჩემს უპატივცემულობაზე რა პასუხსაც მიიღებთ, ამას დაელოდეთ. არ ვაპირებ იმ ხალხისგან, ვინც 9 წლის განმავლობაში ჩირგვებში ისხედით, ასეთ უპატივცემულობაში გვამყოფოთ მე და ჩემი კოლეგები. რა პასუხსაც მიიღებთ, ამაზე თქვენ თვითონ აიღებთ პასუხისმგებლობას”
შეგახსენებთ, საკომიტეტო მოსმენაზე ფინანსთა მინისტრი არ მივიდა.
კომენტარები