პატარა ანიტა ფაცაციას დედა, მარიკო სადრაძე სოციალურ ქსელში წერს:
“მოგესალმებით! ანიტას გულშემატკივარი უსაყვარლესი გოგონების წყალობით, ძალიან ლამაზი დღე გვქონდა, რისთვისაც მინდა თითოეულ თქვენგანს კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ დიდი მადლობა.
დავესწარით წირვას ქანდის 13 ასურელი მამის სახელობის ტაძარში, მოვისმინეთ მამა სერაფიმეს საოცარი გალობა და ეკლესიის ეზოში დავრგეთ ანიტას სახელობის ზეთისხილის ხე.
შემდეგ გადავინაცვლეთ სვეტიცხოველში და უფლის კვართი შევამკეთ ანიტას ულამაზესი თაიგულით.
ბოლოს კი მოვილოცეთ სამთავროს დედათა მონასტერი. მამა გაბრიელის ლუსკუმას შევწირეთ ტორტი და ულამაზესი ყვავილები. დავაპურეთ გაჭირვებულები ანიტას საყვარელი ხაჭაპურებით”
კომენტარები