ბათუმის მერიამ უპატრონო ძაღლების პრობლემის გადასაჭერელად სპეციალური პროგრამა შეიმუშავა, რომელსაც ”კუპატას პროგრამას” დაარქმევენ.
ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის განცხადებით, პროგრამა საპილოტეა და მომავალში მოთხოვნის შესაბამისად გადაწყვეტენ გაიზრდება თუ არა მისი ბიუჯეტი. პირველი ეტაპისთვის მერიამ ამ მიმართულებით თანხა ასი ერთეულისთვის გაითვალისწინა. მერის თქმით, ამ პროგრამას ხუმრობით და არაოფიციალურად „კუპატას პროგრამას დაარქმევენ“, ცნობილი ბათუმელი ძაღლის, „კუპატას“ გამო, რომელის ცენტრალური პარკის წინ ბავშვებს ზებრაზე აცილებ
”პირი, რომელიც ქალაქიდან აღრიცხულ უპატრონო ძაღლს აიყვანს და მათ შესაბამის პირობებში მოუვლის. აღურიცხავობის შემთხვევაში მისი აღრიცხვისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ მერიისგან დაფინანსების სახით ერთ წელში 720 ლარს მიიღებს, რაც თვეში 60 ლარია. მერია ამ პროგრამით ქალაქში უპატრონო ძაღლების პრობლემის გადაჭრას შეეცდება”
კომენტარები