პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელმა კომისიამ ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელს დავით ქაცარავას პოლიტიკურად დევნილის სტატუსი მიანიჭა.
„კომისიაზე მოხდა განხილვა იმ საქმეზე, რომელზეც ახლა ბრალი მაქვს წაყენებული და ზოგადად იმ გარემოებებზე, რომელიც არსებობს ჩემთან და ანტისაოკუპაციო მოძრაობასთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, კომისია დაეთანხმა ამ სტატუსის მინიჭებას. ჩემი პოზიცია დაიწყო იქიდან, რაზეც ახლა მე ვსამართლდები და ორწლიანი მუხლი მაქვს იმ თავდასხმაზე, რომელზეც მე თავს ვიცავდი. ამას დაემატა მუქარები, რომელიც 2019 წლის აგვისტოს შემდეგ ხორციელდება ჩემ მიმართ. ვგულისხმობ ჩემი დაჭერის და იარაღის მუქარას. ეს იყო ის არგუმენტები, რომელზეც რეაგირება გააკეთა კომისიამ და საბოლოო ჯამში გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ მოენიჭებინათ ეს სტატუსი“, – განაცხადა დავით ქაცარავამ.
შეგახსენებთ, 2019 წლის 20 აგვისტოს დავით ქაცარავა საკუთარ Facebook-გვერდზე წერდა, რომ სოფელ ბობნევში 5 კაციანმა ჯგუფმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
პროკურატურის ინფორმაციით, 2019 წლის 20 აგვისტოს გორის რაიონის სოფელ ბობნევში მდებარე საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დ.ქ.-ს წინააღმდეგ საქართველოს სსკ 126-ე მუხლის პირველი ნაწილის დ და გ ქვეპუნქტებით. საქმეს იძიებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
კომენტარები