საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების ასარიდებლად ირანთან ფრენები 23 თებერვალს შეზღუდა. ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, ცარიელი თვითმფრინავებით შემოვიდნენ საქართველოს სივრცეში, რათა ტურისტად მყოფმა ირანის მოქალაქეებმა შეძლონ ირანში დაბრუნება
მიმდინარე ეტაპისთვის, გადაადგილებისთვის რჩება სახმელეთო საზღვარი, თუმცა დაწესდება მკაცრი შეზღუდვები.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, არ გამორიცხავენ სახმელეთო გადაადგილების შეზღუდვას.
კომენტარები