რეკორდულად მაღალი სიცხის გამო კანადაში 100-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
პარასკევიდან მოყოლებული პოლიციამ 130 გარდაცვალების შესახებ შეტყობინება მიიღო. უმეტესობა არის ასაკოვანი ადამიანები ქრონიკული დაავადებებით, თუმცა, სიცხე ხშირ შემთხვევაში არის გარდაცვალების ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი.
ხუთშაბათს კანადაში 49.6 გრადუსი დაფიქსირდა. იქამდე კანადაში ტემპერატურა არასდროს ყოფილა 45 გრადუსზე მეტი.
“15 წელია, რაც პოლიციელი ვარ თუმცა მოკლე ამდენი უცაბედი სიკვდილის მომსწრე არასდროს გავმხდარვარ”. – ამბობს პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი.
ექსპერტების თქმით, გლობალური კლიმატის ცვლილებასთან ერთად, ასეთი მოვლენები გახშირდება.
კომენტარები