სააკაშვილს რომ არ შევხვედროდი, იქიდან ისე არ წამოვიდოდი – ამის შესახებ, თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა “ქრონიკას“ განუცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ შეხვდა ყველა იმ პირს ვისთანც დაგეგმილი ჰქონდა შეხვედრა.
„ამჟამად, აღარ ვარ უკრაინაში თუმცა ვიყავი. მიხეილ სააკაშვილსაც შევხვდი და ყველა იმ პირსაც, ვისთან შეხვედრაც მქონდა დაგეგმილი. ნაცნობებთან ჩავედი და შევხვდი ყოფილ პრეზიდენტსაც. პოლიტიკაზე რა უნდა გვესაუბრა, ვისაუბრეთ ჩემს პირად ტრაგედიაზე, რა ხდებოდა, როგორ მოხდა და რატომ მოხდა. მე ვიყავი მიწვეული ტელევიზიაში და მეგობრების გარდა შევხვდი დიასპორას. სააკაშვილს რომ არ შევხვედროდი, იქიდან ისე არ წამოვიდოდი. ყველა საჭირო ადამიანს ვესაუბრე ჩემს პირად ცხოვრებაზე, დაჩაგრულ და განადგურებულ ცხოვრებაზე“
წყარო – პირველი რადიო
კომენტარები