გოგი წულაიას ადვოკატი:
“მოსამართლემ თქვა, რადგან ჯიშკარიანს შევუფარდე გირაო, ანუ ხელისუფლებიდან, ანალოგიურ მუხლზეო და რადგან ოპოზიციის წარმომადგენელია გოგი წულაიაო, არც მას დაჩაგრავ და გირაოს შევუფარდებო”
შეგახსენებთ, საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში სდებს ბრალს ყოფილი თანამშრომელი.
შეგახსენებთ, ილია ჯიშკარიანს 10 ათასი ლარის ოდენობით გირაო 2019 წლის 11 ოქტომბერს შეეფარდა.
თამთა თოდაძე ამბობს, რომ ილია ჯიშკარიანმა 30 სექტემბერს, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში მის მიმართ სექსუალური ძალადობა განახორციელა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
შესაბამისად, მას გირაო შეეფარდა მომხდარი შემთხვევიდან 11 დღეში და არა თვეების შემდეგ. ხომ არ არის დაგვიანებული მოსამართლის წუხილი “სამართლიანობაზე” და რამდენად არის ეს შემთხვევები მსგავსი, ამაზე იმედია, გოგი წულაია თავად ისაუბრებს.
კომენტარები