ყოფილი დეპუტატი, დიმიტრი ლორთქიფანიძე:
“ტვ პირველი, ცოცხალი თავით არ ახსენებს, რომ გოჩა აფრასიძე სწორედ ის არის , ვისაც 2004 წელს, ნაც -ელიტამ სვანეთში მოწყობილი “ჩვენი დროის აპოკალიფსის” სტილში, 12 ვერტმფრენის მონაწილეობით, გაუნადგურა ოჯახი, მესტიის რაიონის სოფელ ეცერში, რასაც შეეწირა მამა, ევგენი აფრასიძე, ძმა ომეხი, რომელიც სადისტურად იყო ნაწამები გარდაცვალებამდე, ხოლო გოჩა სრულიად შემთხვევით გადაურჩა “შტიკნოჟით” წამების შემდეგ სიკვდილს. 7 წელი აწამეს იგი #1 ორთაჭალის “კრიტში” სადაც გმოუსვლელად ჰყავდათ ჩამწყვდეული პატარა ბნელ საკანში – 7 წელი(!)
არაერთი საანგარიშო მოხსენება მაქვს გაკეთებული პარლამენტში, კონკრეტულად გოჩა და შმაგი აფრასიძეების მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე. ნამყოფი ვარ მათთან სვანეთში. საგულისხმოა, რომ ერთ-ერთი წევრი, ოჯახის მძიმე ფსიქიატრიული პაციენტი შეიქნა ამ არაადამიანური სპეცოპერაციის შედეგად, გამოუსწორებელი ტრამვა მიიღო სამმა მცირეწლოვანმაც, – შმაგი აფრასიძის შვილებმა.
არაადამიანური პირობებიდან გამომდინარე, გოჩას პრაქტიკულად დაკარგული აქვს თვალის ჩინი. არ აღსრულებულა სამართლიანობა და არ მიუციათ პასუხისგებაში იმდროინდელი პასუხისმგებელი პირები, ვინც მესტიის რაიონში უკანონოდ დაგეგმა და აღასრულა კაცთა კვლისა და მოსახლეობის დაშინების ტერორისტული აქტი!!!
ახლა ვკითხულობ, არის თუ არა ყოველივე ზემოთქმული, ძლიერი პოსტრამვული აშლილობის სინდრომის გამომწვევი?! თავისუფლება, გოჩა აფრასიძეს!!!”
შეგახსენებთ, გოჩა აფრასიძე ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდა “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს. “ალია” ემიჯნება ნებისმიერი სახის ძალადობას, ჩადენილს წინა, თუ ამჟამინდელი ხელისუფლების დროს და ისევე, როგორც ჯერ კიდევ გასული ხელისუფლების პირობებში, ამჯერადაც ითხოვს, თაროზე შემოდებული ყველა საქმის გამოძიებას.
კომენტარები