საქსტატის ინფორმაციით, ინფლაციის წლიურმა დონემ 9.9 პროცენტი შეადგინა, ივნისის თვეში კი 0.7 პროცენტი. ივნისში სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად, 47.1 პროცენტით, ზეთი გაძვირდა.
როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, ივნისში წლიურ ჭრილში სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად – 47.1 პროცენტით ზეთისა და ცხიმის ფასი გაიზარდა.
16.6 პროცენტით გაძვირდა ბოსტნეული და ბაღჩეული, 13.7 პროცენტით არის ფასები მომატებული ტკბილეულზე.
ტკბილეული 11.1 პროცენტით, ხოლო რძე, ყველი და კვერცხი 10.6 პროცენტით გაძვირდა.
პურსა და პურპროდუქტებზე ფასებმა 5.5 პროცენტით მოიმატა, ხოლო ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე – 5.3 პროცენტით.
კომენტარები