“ლეიბორისტული” პარტიის ანალიტიკური მდივანი, ნინო მეტრეველი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ახალი ქოცური ნარატივი : ნწუ, ნწუ. როგორ მოგვწონდით და არ მოველოდით ნაცების გვერდით თუ დადგებოდით
ვითომ ვერ ხვდებიან, რომ სრულიად ოპოზიციური სპექტრია თემატურად, დროებით გაერთიანებული მსოფლიო მასშტაბის ტყუილის წინააღმდეგ და ჩვენი დარდით აღარ არიან
კაცო, ნაცები რომ ძლიერები იყვნენ აფუჭებდნენ და გაფუჭებაც შეეძლოთ, (ყველა იმ საქმეზე ვამბობ, რასაც ნაცებს ედავებით), მაშინ თქვენი მამა-მთავარი ესვათ მარჩენალად და მრჩევლად და ერთად აფუჭებდნენ. ახლა როცა ძალიანაც რომ მოუნდეთ, ვერაფერს გააფუჭებენ, რატომაა ასეთი მძიმე გადასატანი ოპოზიციის ერთად ყოფნა?!
ეჰ, მელანო, მელანო !”
კომენტარები