ამ წუთებში ირკვევა, რომ თბილისი- ბათუმის რეისის მგზავრები სხვა მატარებლით გაემგზავრნენ.
თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებლიდან ჩამოყვანილი ჩინეთის ორი მოქალაქე კი ამ წუთებში, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადასთან რკინიგზის ტერიტორიაზე იმყოფება.
წინასწარი ინფორმაციით, ჩინელებს ვირუსი არ დაუდგინდათ – როგორც ვრცელდება ინფორმაცია, თუმცა, უკვე ყველამ ვიცით, მგონი, რომ გამოკვლევების გარეშე არ დგინდება კორონავირუსი, შესაბამისად, მეტი ინფორმაცია გაირკვევა, როცა მათ კლინიკაში გადაიყვანენ.
შეგახსენებთ, თბილისის ცენტრალურ სადგურში თბილისი-ბათუმის მატარებელი დაახლოებით ერთი საათით სადგურში იყო გაჩერებული.
მგზავრების თქმით, ორ ჩინელ მგზავრს ვირუსის ნიშნები აღენიშნებოდათ და მათთან ერთად მგზავრობაზე უარს განაცხადეს.
კომენტარები