დეკანოზი, თამაზ ლომიძე:
“ხშირად მქონია ხოლმე საუბარი სარწმუნოების დაცვის მიზნით ძალადობის მომხრე “ქრისტიანებთან” და ყველა ერთმანეთს ჰგავს. ვეუბნები: გააპროტესტე, თქვი საწინააღმდეგო აზრი, ასწავლე, უქადაგე, შენი ცხოვრებით უჩვენე სწორი მაგალითი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ იძალადო. როგორც კი ძალადობისთვის ასწევ ხელს, გაუფასურებულია და ძალადაკარგია შენი სიტყვა.
მპასუხობს: კი, მართალია, მაგრამ მაგათ სიტყვა არ ესმით. შემდეგ ვეკითხები ხოლმე და აქ მთავრდება ჩვენი საუბარი: კარგი, ვთქვათ ადექი და სცემე, რადგან არ ესმის. შემდეგ თუ ისევ გააგრძელა კიდევ სცემე უფრო მაგრად, კიდევ და კიდევ სცემე და ბოლოს რას აპირებ? უნდა მოკლა? აქ სამარცხვინოდ გაიყურსებიან რადგან იციან, რომ მოკვლა არ შეიძლება და თან საკუთარ თავში მოდუღარი სიძულვილი არ ასვენებთ, ადამიანის განადგურება უნდათ.
ასეთებს ეუბნება ქრისტე: უკვე მკვლელები ხართ ღვთის წინაშე თუ ადამიანის სიძულვილი გაქვთ გულში, უკვე დაგირღვევიათ მცნება “არა კაც ჰკლაო” .
დაფიქრდით, სად მიგიყვანთ ეს უკონტროლებელი სიძულვილი და ძალადობა, ნუ იქნებით მკვლელები!”
კომენტარები