ფოტო – ინტერპრესნიუსი
„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტ გიორგი ნიკოლიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
სააგენტოს ცნობით, მის ფოტორეპორტიორს თავს რამდენიმე პირი ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაესხა. მას დაზიანებები სახის არეში აღენიშნება.
„ინტერპრესნიუსი“ მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს ადგილზე მყოფი მედიასაშუალებების თანამშრომელთა უსაფრთხოება.
კომენტარები