ჟურნალისტი, თბილისის ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, გია გაბრიჭიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
„პირდაპირ რომ ვთქვა, ამ ე.წ. კრიტიკულ ტელევიზიებსა და ოპოპარტიებს მარკეტინგი აბსოლუტურად არ უვარგათ.
ვერ ხვდებიან, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ღვარძლიანი კრიტიკით, საზოგადოებასა და ამომრჩეველში მის რეიტინგს კიდევ უფრო მაღლა სწევენ.
სწორედაც რომ საზოგადოებასა და ამომრჩეველში და არა უმუშევრად დარჩენილ მეკარვეებსა და „რა დროშა მოგვცა მიშამა“ მომღერალ ხალხში, რომელთა რაოდენობა თანდათან უფრო მცირდება.
ის რომ ე.წ. ოპოები, რომლებმაც ხელი მოაწერეს პრაიდის მხარდამჭერ „აქტს“, საერთოდ გაფარჩაკდნენ და მათი წკმუილი „გამოხატვის თავისუფლების” შესახებ, ზუსტად ისეთ განცდას იწვევს, როგორც ხიდან ჩამოვარდნილი დამპალი მსხლის ხმა.
მოკლედ რომ ვთქვა, თავად ისვამენ ცელს და მათი მშველელი არავინ არის“
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დღეს დაანონსებული მარშის ჩატარება მას მიზანშეუწონლად მიაჩნია, რადგან აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს.
კომენტარები