“ტვ პირველის” ინფორმაციით, ხეთაგუროვის ქუჩაზე დაჭრილი ტურისტი პოლონელი ჟურნალისტია.
მას დანით მიაყენეს ჭრილობა და მედიის ცნობით, გულმკერდის არეში ოთხჯერ დაარტყეს დანას.
ჟურნალისტი კლინიკაშია გადაყვანილი.
თვითმხილველები, მედიასთან ამბობენ, რომ დაჭრა, სავარაუდოდ, კიკინას და საყურეს მოჰყვა.
შსს-ს ცნობით, მათ უკვე დააკავეს თავდამსხმელი.
კომენტარები