ქართველი პოეტი და ფილოსოფოსი რატი ამაღლობელი დღეს, 5 ივლისს თბილისში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს, ეხმაურება:
“ამონარიდი საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოდან:
5 ივლისის მოვლენები
„…შავ-მაისურიანებმა დილიდანვე დაიწყეს შეკრება რუსთაველის გამზირზე. მათ, სამართალდამცავების მხრიდან ყველანაირი წინაღმდეგობის გარეშე დაიკავეს ქალაქის ცენტრი. 2021 წლის 5 ივლისს, შუადღესას დედაქალაქი დაეცა, ქართველმა ფაშისტებმა თბილისი აიღეს, პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და იქ ჯვარი აღმართეს,
ჯვარი ქრისტეს გარეშე, როგორც ადამიანების წამებისა და სიკვდილის იარაღი, როგორც სასიკვდილო განაჩენი და მუქარა ყველა თავისუფალი ადამიანისათვის.
ხოლო 6 ივლისს, გამთენიისას…”
საინტერესოა რა ეწერება 6 ივლისზე“
შეგახსენებთ: „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა დღეს პარლამენტის წინ არსებული კარვები დაარბიეს, ევროკავშირის დროშა ჩამოხიეს და ის არსებული სხვა სიმბოლიკა გაანადგურეს. ფიზიკურად დაუპირისპირდენ ჟურნალისტებს, დაშავებულია მედიის 30-მდე მეტი წარმომადგენელი. დაჭრეს ერთი ტურისტი, რომელსაც საყურე ეკეთა, რის გამოც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლად მიიჩნიეს.
კომენტარები