ბატონებო, ვისაც გაინტერესებთ, გაცნობებთ, რომ (სამი) ტაქსით ჩამოვედი თეირანიდან თბილისში. ეს არ იყო საუკეთესო მოგზაურობა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ვარ საღი და სალამათი (დაღლილობა ჩაივლის), – ამ შინაარსის პოსტს განათლების ყოფილი მინისტრი, გია ნოდია ქსელში აქვეყნებს.
„გავიგე, რომ ბევრ ადამიანს გულთან ახლოს მიუტანია ჩემი ეს თავგადასავალი, დიდი მადლობა ყველას.
განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ელჩს ირანში, ბატონ იოსებ ჩახვაშვილს, რომელმაც ძალიან დიდი ყურადღება გამოიჩინა პირადად ჩემს მიმართ და ყველაფერი გააკეთა, რომ სამშობლოში მშვიდობით დავბრუნებულვიყავი. ასევე მადლობა საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს“.
კომენტარები