ვერა-ციცინო ხარაბაძის მეგობარი, ნინო სანაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“სამწუხაროდ, ვერ მოგროვდა საკმარისი თანხა ციცის ბინის გამოსახსნელად, ხოდა 27 თებერვალს ჩავალთ ქუთაისში და დავუდგებით კარგ ადამიანს, გაბედოს მევახშე სომეხმა და გამოასახლოს ბინიდან ჩვენი ოქროს გოგო, ციცი შენთან ვართ და მრავლად ვართ შენი ტკივილის გამზიარებლები, ყველაფერი კარგად იქნება ! არმინდა დავიჯერო მთავრობა ასე გაგწირავს, რომ მევახშეს გადასცეს უკანონოდ მიტაცებული შენი ქონება, რასაც თავი და ჯანი შესწირე !!”
შეგახსენებთ, ციცინო ხარაბაძის მეგობრებმა არაერთხელ მიმართეს საზოგადოებას და განსაკუთრებით მთავრობას – დახმარებოდნენ ციცინოს.
შეგხსენებთ, ციცინო ხარაბაძე, “ქართული ოცნების” გამორჩეული მხარდამჭერია.
კომენტარები