სოციალურ ჯგუფში “სასოწარკვეთილი მომხმარებელი” ირინკა ფაღავა აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“ჩემმა ბიძაშვილმა ბავშვმა შეუკვეთა ბელას ტორტი და გაუგზავნა თავისი ნახატი, რომელიც უნდოდა რომ ტორტზე ყოფილიყო და ქვევით მიაწერა პ.ს. მაიკაზე თუ არ ჩანს რა წერია ეს წერიაო და ესეთი ტორტი მივიღეთ საღამოს.
“ფუ ბელასთან აღარ შეუკვეთოთ”-თქო მაგ მიზნით არ ვწერ, უბრალოდ ძაან მეცინება და სხვა დროს დაუკონკრეტეთ ხოლმე კარგად.
პ.ს. ბავშვი კი გასკდა ტირილით და ჩვენ ძააან ბევრი ვიცინეთ.
კომენტარები