ფოტო – BBC
5 ივლისს ღირსების მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივ აქციის შემდეგ დაკავებული წევრებიდან ერთ-ერთი სასამართლომ 2 300-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა, ერთს კი 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ადასტურებს.
ადმინისტრაციული წესით დაკავებული კიდევ 6 პირის საქმის სასამართლო განხილვა გრძელდება.
შეგახსენებთ, ადმინისტრაციული წესით შსს-მ დააკავა 8 პირი.
შსს-ს განცხადებით, ძალადობის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი.
კომენტარები