კობი ბრაიანტის ცოლმა ვანესა ბრაიანტმა სარჩელი შეიტანა კომპანია Island Express Helicopters-ისა და გარდაცვლილი პილოტის არა ზობაიანის ოჯახის წევრების წინააღმდეგ. წერს hollywoodreporter.
ამ კომპანიას ეკუთვნოდა ვერტმფრენი, რომელმაც კატასტროფა გასულ თვეს განიცადა. რის შედეგადაც კობი ბრაიანტი, მისი შვილი და კიდევ 7 ადამიანი დაიღუპა.
სარჩელის ასლი გამოცემა Los Angeles Times-მა მოიპოვა. სარჩელში ნათქვამია, რომ ვერტმფრენის პილოტმა არა ზობაიანმა ჩვეულებრივი სიფრთხილე არ გამოიჩინა, როდესაც ნისლიანი ამინდის პირობებში აფრინდა.
ვანესა ბრაიანტი აცხადებს, რომ ნისლისა და დაბალი ღრუბლების გამო ტურ-კომპანიებმა ვერტმფრენებს დაშვება აიძულეს, თუმცა პილოტმა მოითხოვა სპეციალური ნებართვა ფრენის გასაგრძელებლად.
იგი აცხადებს, რომ Island Express-ის სერტიფიკატი უკრძალავს მათ პილოტებს მსგავს პირობებში ფრენების განხორციელებას და აქამდე, ზობაიანს ავიაციის ფედერალური სამსახურისგან აღნიშნული წესის დარღვევისთვის გაფრთხილება ჰქონდა მიღებული.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ბრაიანტის ვერტმფრენს სასიცოცხლო გამაფრთხილებელი სისტემა არ ჰქონია
წყარო – იმედინიუსი
კომენტარები