ფოტოები – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ალადაშვილის სახელობის კლინიკაში მყოფი პოლონეთის მოქალაქე მოინახულა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ხეთაგუროვის ქუჩაზე დაესხნენ თავს.
ნათია თურნავა:
„მინდა ვთქვა, რომ არ დავუშვებთ ჩვენი ქვეყნის ტურისტული იმიჯის დაზიანებას. ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ნებისმიერი ტურისტი დაცულია და საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და სტუმართმოყვარე ქვეყანა ტურისტებისთვის. ჩვენ ბევრ რამეს ვაკეთებთ, რათა პანდემიის შემდეგ დროულად აღდგეს ტურისტული ინდუსტრია, გაუმჯობესდეს ტურისტული გარემო და ინფრასტრუქტურა. პოლიცია მოწოდების სიმაღლეზეა და ნებისმიერი ტურისტი უსაფრთხოდ გრძნობს და იგრძნობს თავს საქართველოში, სადაც მათი უსაფრთხოება დაცულია. თუმცა, ამავდროულად, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ნებისმიერი ასეთი ფაქტი დამაზიანებელია ჩვენი იმიჯისთვის, ვინაიდან ტურიზმი არის სენსიტიური ინდუსტრია და სწრაფად რეაგირებს ასეთ შემთხვევებზე. მაგრამ მინდა ყველა დავარწმუნო, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი, უსაფრთხო, მშვიდობიანი ადგილი ტურისტებისთვის და კვლავაც ველოდებით უამრავ ტურისტს ჩვენთან, რომელთაც უსაფრთხო გარემოში, ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელი სტუმართმოყვარეობით ვუმასპინძლებთ საქართველოს ნებისმიერ რეიონში”
წყარო – ფორტუნა
კომენტარები