დღეიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება. სინოპტიკოსების განცხადებით, დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთიან და მაღალმთიან რაიონებში უმეტესად თოვლის სახით, ზღვაზე კი 4-6 ბალიანი შტორმი. ტემპერატურა წინა დღესთან შედარებით საგრძნობლად დაიკლებს.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“,- აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
კომენტარები