თბილისის საქალაქო სასამართლო, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.
ადვოკატი ზურაბ თოდუა გამამართლებელ განაჩენს ელის. მისივე თქმით, გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რომ მიხეილ კალანდიას უდანაშაულობა დაამტკიცოს. განაჩენი 12:00 საათზე გამოცხადდება.
მიხეილ კალანდია სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.
2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
კომენტარები