პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე, მეუფე იაკობის განცხადებას ეხმაურება და წერს:
“ხალხს რომ ქუჩაში მასობრივად გამოსვლისკენ და მშვიდობიანი ლოცვისკენ მოუწოდებ, გამოსული ადამიანების ნაწილი კი მშვიდობიან ლოცვამდე ქალაქში უკონტროლო ძალადობის ხანძარს დაანთებს და ხანძრის ირგვლივ ცეკვას მოჰყვება, ამ დროს პასუხისმგებლობა ვერ უნდა იგრძნო?
ღმერთის არ გწამთ? ოდნავ სინანული არ უნდა გაწუხებდეთ?”
შეგახსენებთ, მეუფე იაკობმა განაცხადა:
“მე პასუხისმგებლობასაც არ ვგრძნობ. ვწუხვარ, რომ ასე შეგემთხვათ ჟურნალისტებს, მაგრამ მე პირად პასუხისმგებლობას და საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აბსოლუტურად არ ვგრძნობ”
კომენტარები