მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატის, მარიამ პატარიძის თქმით, გუშინდელ აქციაზე მაჩალიკაშვილის დაკავება უკანონოდ მოხდა.
მარიამ პატარიძე:
“დაკავებულია სრულიად უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელი მუხლებით. ეს არის საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. რეალურად, გუშინ გვქონდა ვითარება, როდესაც ჯებირს მიღმა მალხაზ მაჩალიკაშვილის მისამართით გაურკვეველი ძალადობრივი ჯგუფები ახორციელებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ცდილობდნენ ჯებირი გაერღვიათ”, – ამბობს პატარიძე.
მალხაზ მაჩალიკაშვილი გუშინ, 6 ივლისს გამართულ სოლიდარობის აქციაზე დააკავეს. ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
კომენტარები