ბათუმის მუნიციპალური ორგანო დღევანდელ სხდომაზე მარტოხელა მშობლისთვისა და სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებისთვის დახმარების გაზრდას განიხილავს. საკრებულოს სხდომაზე ეს ინიციატივა ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ წარადგინა.
შეგახსენებთ, ბათუმში მცხოვრები 350 მარტოხელა მშობელს, ყოველთვიურად მხოლოდ 60 ლარს, წელიწადში კი 720 ლარს იღებდნენ. პროექტის დამტკიცების შემთვევაში კი ისინი 120 ლარს აიღებენ, ანუ წლიურად 1440 ლარს. რაც შეეხება მრავალშვილიან ოჯახებს, 70000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე 3 და 4 შვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება. შესაბამისად, 3 შვილიანი ოჯახები ყოველთვიურად 80 ლარის ნაცვლად 100 ლარს მიიღებენ, 4 შვილიანი ოჯახები კი – 120 ლარს, ნაცვლად 100 ლარისა.
კომენტარები