პოლონეთში საქართველის პოლიციის ატაშე, გიორგი გამსახურდია, ტვიტერში წერს:
“ბრავო ლატვიას, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ელჩი დგას მოწოდების სიმაღლეზე, მსგავსი კადრებით, სამწუხაროა, მაგრამ ბევრგან ვერ დავიტრაბახებთ.
ეს არის საქმე და თავდაუზოგავი შრომის ნაყოფი, პლიუს უზადო პროფესიონალიზმი.”
ჩვენი ინფორმაციით, ლატვია საქართველოსთვის 50 000 დოზა ვაქცინის გამოყოფას გეგმავს.
„ლატვიის მთავრობამ გადაწყვიტა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით უზრუნველყოს საქართველო, მოლდოვა, მონტენეგრო, ალბანეთი და კენია. ჩვენ შეგვიძლია დავძლიოთ პანდემია ერთად, ერთმანეთის მიმართ სოლიდარობით“, – წერს ტვიტერში ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი.
კომენტარები