საფრანგეთის ჯანმრთელობის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა განაცხადა, რომ ყველა პაციენტი , რომელსაც ადრე კორონავირუსი დაუდგინდა, გამოჯანმრთელებულია- ამის შესახებ ინფორმაციაც ფრანგული მედია ავრცელებს.
საფრანგეთში სულ 12 შემთხვევა იქნა დაფიქსირებული კორონავირუსის, რა დროსაც მხოლოდ ერთი აღმოჩნდა ფატალური, რასაც ექიმები გარდაცვლილის ინდიფერენტულობით და საავადმყოფოსთვის დაგვიანებული მიმართვიანობით ხსნიან.
„საფრანგეთის ტერიტორიაზე უკვე არ ფიქსირდებიან ვირუსით დაავადებულნი. დაავადება უკვე აღარ ვრცელდება. უკანასკნელი პაციენტი, რომლის ჰოსპიტალიზება მოხდა ლიონში, უკვე გამოჯანმრთელდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და უკვე აღარაა გადამდები, რის გამოც მან შეძლო სახლში დაბრუნება“ – განაცხადა მინისტრმა
კომენტარები