გენერალურ პროკურორად ხელმეორედ დანიშნულმა ირაკლი შოთაძემ გახმაურებული საქმეების პროკურორებსა და სხვა მაღალჩინოსნებს ხელფასები 500 ლარით გაუზარდა.
ოპოზიციის ინფორმაციით, ხელფასები გაზარდათ იმ პროკურორებს, რომლებიც ოპოზიციის დევნით არიან დაკავებულნი.
“ეს არიან ის პროკურორები, რომლებიც შემჩვეულები არიან საქმეების გაყალბებაში და პოლიტიკური ლიდერების დევნაში”- აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი ნადირაძე.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, “ოლიგარქი ივანიშვილი საკუთარ თანხას არ ხარჯავს და ბიუჯეტის ხარჯზე იმ ადამიანებს ახალისებს, რომლებსაც პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს.
“საუბარია მილიონობით ლარის არამიზნობრივ ხარჯვაზე. რადგან ამ პროკურატურას პროკურატურა არ ქვია, ამ სასამართლოს სასამართლო არ ქვია – ამ ქვეყანას ერთი პროკურორი და მოსამართლე ჰყავს და ეს ბიძინა ივანიშვილი”- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
კომენტარები