მსახიობი, ზურა პირველი, სოციალურ ქსელში, წერს:
“მე პოლონეთში ვცხოვრობ. პოლონეთი საკმაოდ ჰომოფობიური ქვეყანაა. მთლად საქართველოსავით არა, მაგრამ მაინც საკმაოდ. აქაც “ბატონობს” ეკლესია და გადამახინჯებულ, ვითომ ქრისტიანულ კანონებს და მორალს ახვევს თავს ხალხსაც და მთავრობასაც.
გუშინ სახლში მოვდიოდი და ტრამვაიდან დავინახე მარტო ძაღლი. აქ ქუჩის ძაღლები არ არიან. თუ ძაღლი მარტოა, ესეიგი, დახმარება სჭირდება. ჩამოვედი ტრამვაიდან და ვხედავ, რომ ყელზე უკეთია საბელი, სკვერის სკამთან დგას და არც იძვრის. მივედი ახლოს და სკამის უკან, დღისით, მზისით, ქალაქის ცენტრში ქალი და მამაკაცი კოტრიალობენ – ჩახდილი აქვთ შარვლები და დიდ განცხრომაში არიან. იქვე სკამის ქვეშ ლუდის ცარიელი ბოთლები დგას… გამვლელები ხედავენ, ზოგი თავს გადაიქნევს და გზას განაგრძობს, ზოგს ეღიმება და ა.შ.
აქ ბევრია ასეთი ალკოჰოლიკი. ყოველ ნაბიჯზე სხედან, ოღონდ არავის არ ერჩიან და არავის არ აწუხებენ თავისი არსებობით, მათი სექსი კი ნამდვილად პირველად ვნახე.
ახლა წარმოიდგინეთ, რომ ქალისა და მამაკაცის ნაცვლად, იქ ორი კაცი, ან ორი ქალი ყოფილიყო შარვალჩახდილი!
იცით, რა ამბავი ატყდებოდა? ასე მშვიდად, ღიმილითა და თავის ქნევით ნამდვილად არ ჩაივლიდნენ გამვლელები. დაიწყებოდა მორალის კითხვა, გამოიძახებდნენ პოლიციას და ა.შ.
ნუთუ ქალისა და მამაკაცის სექსი ქალაქის ცენტრში არ არის გარყვნილება?
არის!
ნამდვილად არის!
სასურველია, რომ ბავშვმა უყუროს ქალისა და მამაკაცის სექსს? (ასეთი მაგალითი ხშირად მოჰყავთ ხოლმე ჰომოფობებს)
ასეთივე გარყვნილება იქნებოდა ორი ქალის, ან ორი კაცის სექსი ქალაქის ცენტრში და არცერთის ყურება არაა სასურველი ბავშვისათვის, არც ქალისა და კაცის და არც ორი ქალის, ან ორი კაცის!
მაგრამ ახლა მეორე მხარე:
სექსით დაკავებული ქალი და მამაკაცი რომ პოლიციაში წაიყვანონ, 99% ინანებს, ბოდიშს მოიხდის და ჯარიმას გადაიხდის (თუ აქვს).
მაგრამ სექსით დაკავებული ორი მამაკაცი, ან ორი ქალი რომ წაიყვანონ პოლიციაში, 99% დაიწყებს წიკვინს, უმცირესობებს გვჩაგრავენო, თავისუფლებას გვიზღუდავენო… სხვებიც მოვლენ დასაცავად და შეიძლება მიტინგებამდეც მივიდეს საქმე.
არ არის ასე?
გარყვნილება ორივე მხარეს თანაბრად შეიძლება იყოს და არასწორია მხოლოდ ჰომოებს, ან მხოლოდ ჰეტეროებს შევაწმინდოთ ხელები!
სპეკულაციები კი ორივე მხრიდან თანაბრადაა და ეს გულისამრევია!”
კომენტარები