ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკიული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებლმა ვახტანგ კალოიანმა გადაცემა კომენტარში, თქვა:
“ავიცრათ იმით, რაც გვაქვს. რაც შეეხება ფაიზერის ვაქცინას, არცერთი დაპირება არასოდეს ვადებთან და ვაქცინებთან დაკავშირებით, ხელისუფლებას არ შეუსრულებია. დროში ყოველთვის კატასტროფული აცილებაა, რა სეგმენტსაც უნდა ეხებოდეს ეს. მინისტრის მიერ წარდგენილი გრანდიოზული ათწლიანი პროგრამა ამის კლასიკური მაგალითია.
მე ვერ ვიქნებოდი ხელისუფლების იმედზე და მოქალაქეებს მოვუწოდებ, რომ აიცრან იმ ვაქცინით, რაც გვაქვს. ამის მთავარი არგუმენტია ის, რომ ჩინური ვაქცინაც, სინოფარმი იქნება ეს თუ სინოვაკი, გვიცავს გარდაცვალებისგან და კრიტიკული მიმდინარეობისგან. ის ვერ გვიცავს ისე, როგორც საჭიროა ვირუსის დამართებისგან, მაგრამ საკმაოდ კარგად გვიცავს გარდაცვალებისგან. ნუ ვენდობით ამ ხელისუფლებას, ნუ დაველოდებით, ავიცრათ იმით, რაც გვაქვს.”
კომენტარები