ჭავჭავაძის გამზირზე გასათავსებელ მიწისქვეშა ნაგვის კონტეინერებში თბილისის მერია 1 585 000 ლარის გადახდას აპირებს, აღნიშნული ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციებიდან ირკვევა.
საერთო ჯამში, თბილისის მერია 50 კონტეინერის შეძენას გეგმავს, შესაბამისად, თითოეულის ფასი 31 700 ლარს უტოლდება. კონტეინერების მოცულობა 3 კუბური მეტრი უნდა იყოს.
შესყიდვა 21 თებერვალს გამოცხადდა, წინადადებები 18 მარტიდან მიიღება და 25 მარტს დასრულდება.
კონტეინერების მიწოდება 2020 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.
კომენტარები