დეკანოზმა ზაზა თევზაძემ ფორმულასთან 5-6 ივლისის მოვლენების შეფასებისას, განაცხადა:
“ევროკავშირის დროშა შეგნებულად დაწვეს. ეს არის შეგნებულად გაკეთებული, იმისთვის რომ ჩვენ დავკარგოთ ჩვენი ძირითადი პარტნიორი და ვიყოთ განწირულები. ამას ვინც ახალისებს ყველამ ვიცით, ეს გეოპოლიტიკური სიტუაცია, ის იმპერიალისტური მახინჯი ძალა, რომელიც არის ჩრდილოეთით და მისი მხარდამჭერები, მე-5 კოლონა, რომელიც ყველგან არის, ისინი ეკლესიაში მძლავრობენ. პუტინს გამოცხადებული აქვს, რომ ის არის მართლმადიდებლობის მფარველი და უპირისპირდება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, რომელიც არის მსოფლიო პატრიარქი…აქ დიდი ფულია, დიდი ორგანიზება.
ჟურნალისტებზე თავდასხმა, ნუ ნებისმიერ ადამიანზე ძალადობა, მაგრამ განსაკუთრებით ჟურნალისტებზე ძალადობა დაუშვებელია. ომის პირობებში და მძიმე მდგომარეობაშიც კი ეს მაქსიმალურად უნდა იქნას დაცული…გადაფარება იმისი, რომ რაღაცით გავამართლოთ და ტყუილებით შევმოსოთ, ეს არის ამაზრზენი, მით უმეტეს სასულიერო პირების მხრიდან. სიცრუე, ტყუილი ეს ყველაფერი არის ეშმაკიდან და ბოროტების სათავე. როცა ადამიანი იტყუება, ის თავის ლუსტრაციას ახდენს და აჩვენებს რა კავშირი აქვს ქრისტესთან და ეკლესიასთან. ეს არის ცალსახად დასაგმობი.”
კომენტარები