ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ბაბუა, ბორის კაკუბავა:
„ეს საქმე თვითონ ნაცებმა გააფუჭეს. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს არ არის მართლმსაჯულება. აქეთ მიჰყავდათ მთელი ეს ბრძოლა. სარალიძეს უნდა დაემხო ხელისუფლება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოისყიდა ის და ზეწოლა განახორციელეს ხელისუფლებაზე. ხელისუფლება კი არის უხერხემლო და უნიათო. ალბათ საერთოდ არ არსებობს ხელისუფლება საქართველოში“, – განაცხადა მიხეილ კალანდიას ბაბუამ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ კალანდია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. სასამართლომ მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.
კომენტარები